კასპის გადმოსახედზე სკვერის მოსაწყობად გამოცხადებული
ტენდერი არ შედგა.
ტენდერი, საწყის ეტაპზე, პროექტირებას ითვალისწინებდა,
თუმცა ამის სურვილი ამ დროისათვის არც ერთ საპროექტო ორგანიზაციას არ
გასჩენია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იქ, სადაც
დამონტაჟებულია ინსტალაცია ,,მე მიყვარს კასპი," დასასვენებელი
სივრცის მოწყობაა გადაწყვეტილი.
ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, განახლებული ,,გადმოსახედი"
2028 წლისთვის უნდა იყოს მზად.
სტატიის გამოყენების პირობები