კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ომის ვეტერანმა
თავდაცვის სამინისტროს დაუმტკიცა, რომ 1992-93 წლებში საომარ
მოქმედებში მონაწილეობდა. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ მის
სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 26 668 ლარის
ანაზღაურება დაეკისრა.
გადაწყვეტილება უკავშირდება სახელმწიფო კომპენსაციას,
რომლის მიღებას ვეტერანი (2018-23 წწ-ში) ვერ ახერხებდა, რადგან
თავდაცვის სამინისტრო ნამსახურობის წლებს არასწორად
ითვლიდა.
საქმის მასალების მიხედვით, ომის ვეტერანს ყოველწლიური
კომპენსაცია 2018 წლიდან უნდა მიეღო. უწყება თვლიდა, რომ 2018 წელს
მისი ნამსახურობა 20 წელზე ნაკლები იყო, შესაბამისად კომპენსაციის
დანიშვნის საფუძველი არ არსებობდა. კომპენსაცია 2023 წლიდან
დაინიშნა.
ვეტერანი თვლიდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ნამსახურობის
წლებსი არასწორად დაუთვალა. დაიწყო დავა. სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ნამსახურობის საერთო პერიოდში სახელმწიფოს მიერ უნდა
ჩათვლილიყო 1993 წელს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დრო,
განსაკუთრებული პირობებით, შეღავათიანი დათვლის წესით.
შეღავათიანი დათვლის წესი გულისხმობდა იმას, რომ 1 დღე
უნდა ჩათვლილიყო 3 დღედ. შედეგად, ვეტერანის ნამსახურობა 25 წელზე
მეტი გამოვიდა.
ახალი გაანგარიშებით, 2018 წლის მარტიდან 2023 წლის
დეკემბრამდე ვეტერანს სახელმწიფოსგან უნდა მიეღო ჯამში 26 668 ლარი.
სამივე ინსტანციის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს თანხის
ანაზღაურება დააკისრა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მის გაცემაზე
უარს აცხადებდა.
სტატიის გამოყენების პირობები