ახალი ამბები
ალექსანდრე სვიმონიანი ახალი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება
ახალი მოძრაობის დაფუძნებას ხაშურიდან სიხარულით ეხმაურება საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან" ალექსანდრე სვიმონიშვილი. ეს ის პიროვნებაა, რომელიც გასულ წელს ხაშურის საკრებულოს შენობის წინ მდგომ ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა.

სვიმონიშვილი სიხარულს გამოხატავს იმ ორგანიზაციის დაფუძნებით, რომელიც მედიაში უკვე შეაფასეს, როგორც ძალადობრივი ხასიათის ორგანიზაცია.

,,როგორი უნიკალური წკმუტუნი მიმდინარეიბს უცხო ქვეყნის აგენტურის მხრიდან"- წერს სვიმონიშვილი.

გუშინ, MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა განაცხადა, რომ აპირებდა "სიწმინდეების დაცვას" გარედან "დაფინანსებული ძალებისგან" და ამ ბრძოლაში საციხო საქმეებისთვისაც ანუ დანაშაულებრივი ქმედებებისთვისაც იყო მზად.

თუმცა, დღეს ამბობს, რომ არანაირი ძალადობას არ ემხრობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები