ხაშურის სასამართლომ, ადვოკატ ირინა ფერაძის მიმართ
სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, ერთ-ერთი
მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. სიძულვილის
წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, ფაქტზე
რეაგირება ადვოკატის მიმართვის საფუძველზე მოახდინეს.
,,სამართალდამრღვევმა აღიარა თავისი დანაშაული და
განაცხადა, რომ ასეთი პოსტი არ უნდა დაეწერა"- განაცხადა შსს-ს
წარმომადგენელმა.
სტატიის გამოყენების პირობები