საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა პერევის სიახლოვეს 60
წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების
კომიტეტის (КГБ РЮО) პრესსამსახური იუწყება, რომ საჩხერის
მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის 59 წლის მცხოვრები მერაბი გაბაძე წინა
დღეს დააკავეს.
„დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა უნებლიედ გადაკვეთა
სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარი ჯავის რაიონის სოფელ
სინაგურის მიმდებარედ. ორშაბათს იგი რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ
გააძევეს“, - აცხადებენ დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების
კომიტეტში.
სტატიის გამოყენების პირობები