ახალი ამბები
ქარელში ჩქაროსნული მატარებელი მოზარდს შეეჯახა
ქარელში ჩქაროსნულ მატარებელთან მომხდარი შემთხვევის შედეგად მოზარდმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.


თვითმხილველის ინფორმაციით, მოზარდმა რკინიგზის სადგურზე გადარბენისას ლიანდაგიდან გადასვლა მოასწრო, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ ეტაპზე მოზარდი უკვე გამოწერილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი გულისხმობს რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები