ახალი ამბები
კომბინატის დასახლებაში შშმ პირი ღია ცის ქვეშ ცხოვრობს
გორში კომბინატის დასახლების ერთ-ერთი კორპუსის ეზოში შშმ პირი რამდენიმე დღეა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.

როგორც კორპუსის მცხოვრებნი აცხადებენ, შშმ პირი უცხო პირებმა მიიყვანეს და ძველ სავარძელზე დატოვეს.

,,ვიძახებთ პატრულს, მოდის სასწრაფო, დასცქერიან, უყურებენ, ჩვენ გვეკითხებიან, რა ვქნათო და მიდიან" - აცხადებენ კონბინატში.

შშმ პირს ერთი ფეხი ამპუტირებული აქვს. მისთვის საკვები კორპუსის მცხოვრებლებს მიაქვთ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები