ახალი ამბები
ენგურჰესის დირექტორის განცხადება
ტვ პირველთან საუბრისას, ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ, ელექტროენერგიის ავარიული წასვლის მიზეზებზე და აღდგენით პროცესებზე ისაუბრა.

"ხაზი გამოირთო 500-კილოვატიანი, იმერეთის. ხაზი გამოირთო, რა ვიცი მიზეზი. ვაერთებთ აგრეგატებს და აღდგება მალე. ძირითადი დატვირთვა ენგური უკავშრდება ელექტრონულ სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა. რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ."

შეგახსენებთ, რომ დღეს დაახლ. 08:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერეგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა, ბოლო ორ დღეში - მეორეჯერ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები