ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მეორედ გათიშვის მიზეზი უცნობია
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის კვლავ გათიშვის მიზეზი უცნობია.

უწყებამ განცხადება ავარიულად გათიშვიდან თითქმის 1.5 საათის შემდეგ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისსა და რეგიონების ნაწილს დენის მიწოდება აღუდგა.

,,დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას."- აღნიშნულია სეს-ის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები