შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტის
მიხედვით, გორის უნივერსიტეტმა ,,წამყვანის'' თანხა გადაურიცხა პირს,
რომელსაც წამყვანის მომსახურება არ გაუწევია. სცენაზე მყოფ
ახალგაზრდებს კი ანაზღაურება არ მიუღიათ.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი კი ძირითადად სტუდენტების მიერ
გადახდილი გადასახადებით ივსება. სტუდენტთა ნაწილი ვერც ახერხებს
დროულად გადასახადების გადახდას.
საქმე ეხება ღონისძიებას, რომელიც პარლამენტარ გიორგი
სოსიაშვილის დაფუძნებულია. ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალის
მიხედვით, სცენაზე გამარჯვებულებს აჯილდოებდნენ გორის უნივერსიტეტის
სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი ლიზი ბალახაშვილი და
სტუდენტი რატი შუშიაშვილი.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გორის უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის უფროსმა დავით კვერნაძემ გააკეთა. მისი თქმით, თანხა
მართლაც სხვა პირს ჩაერიცხა, თუმცა განმარტავს, რომ ანაზღაურება
რეალურად წამყვანისთვის იყო განკუთვნილი.
,,ქართლის ამბები'' დაუკავშირდა სტუდენტური
თვითმმართველობის წარმომადგენელს, ლიზი ბალახაშვილს, რომელმაც ჩვენთან
საუბარში განაცხადა, რომ არც მას და არც რატი შუშნიაშვილს ანაზღაურება
არ მიუღიათ. „ჩვენ ვეხმარებოდით საჩუქრების გადაცემაში“ – განაცხადა
ლიზი ბალახაშვილმა.
აუდიტის შესწავლის შემდეგ, ვის მოუწევს დაუდასტურებელი
ხარჯის დაბრუნება, ჯერ უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები