გორში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებმა
მოსასმენი აპარატი აღმოაჩინეს.
მოსასმენი აპარატის აღმოჩენის შესახებ ოჯახის წევრებმა
ახლობელს, ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს აცნობეს.
„მოსასმენი აპარატის აღმოჩენამდე ბინაში პოლიცია იყო
მოსული, ორდერის გარეშე და სახლი გაჩხრიკეს. სახლში ბიძა და მისი
მეუღლე იყვნენ. მათთვის არავის აუხსნია, რატომ ჩხრიკავდნენ სახლს,“ -
ამბობს გიორგი ახალკაცი.
„როდესაც ჩემი ბიძაშვილი სახლში დაბრუნდა, ნახა კარადაზე
მიმაგრებული მოსასმენი. სავარაუდოდ, მოსასმენის დასადებად გაჩხრიკეს
სახლი. გამოვიძახეთ პოლიცია და წაიღეს აპარატი უკან. თქვეს, რომ არ
იციან, საიდან აღმოჩნდა სახლში მოსასმენი.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ
დროისთვის ცნობილი არ არის.
სტატიის გამოყენების პირობები