ახალი ამბები
ლამისყანის სასახლეში ახალი კარი ვიზიტორებს შესვლაში უშლის ხელს

ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის კარი გამოცვალეს, თუმცა ამ კარით ვიზიტორების ნაწილს მუზეუმში შესვლა უჭირს.

„ისეთ სიმაღლეზეა დაყენებული კარი, ბევრს, განსაკუთრებით შშმ პირებს, ხანდაზმულებს შესვლა უჭირთ. უჭირთ ასევე შესვლა ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც“, აცხადებენ ვიზიტორები.

ლამისყანის მუზეუმს ჯერ კიდევ თებერვალში მაშინდელი მინისტრი თიკა რუხაძე ესტუმრა. მას და გუბერნატორს ტერიტორიაზე შესვლა „არ გასჭირვებიათ“.

თიკა რუხაძემ რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა და პირობა დადო, რომ პროცესი, წელს, 2026 წელს დასრულდება.

სასახლის რეაბილიტაცია 2022 წელს დაიწყო, 2022-24 წლებში დაიხარჯა 830 000 ლარი. მონიტორინგის ჯგუფის დასკვნით, შესრულებულ სამუშაოთა დიდი ნაწილი უხარისხო აღმოჩნდა. 2025 წელს დამატებით 1.6 მლნ ლარი გამოიყო. ვინ აწარმოებს ამჟამად სამუშაოებს, რატომ დაამონტაჟეს ასეთი ფორმის კარი, დამატებით დეტალებს „ქართლის ამბები“ არკვევს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები