ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია
„გახარია საქართველოსთვის“ დატოვა.
იგი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის
მანდატით აგრეძელებს.
ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია
„გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ
პარტიის სახელით იქნა არჩეული.
პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ
აკეთებს.
სტატიის გამოყენების პირობები