ახალი ამბები
სუხიტაშვილი რუსეთში ყოფნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს ის 2023 წელს რუსეთში იმყოფებოდა. იგი ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს:

„ვინმე ქეთევან მიქიაშვილს ჩემზე უწერია, რომ მე ვიყავი 2023 წელს რუსეთში. შემიძლია დედაზე დავიგინო, რომ რუსეთში ჩემდათავად ოდესმე ნამყოფი არ ვარ. რატომღაც მოიცალა იმისთვის, რომ ცილი დამწამოს, თითქოს 2008 წლის შემდეგ მე ვიყავი რუსეთში. არც მანამდე, არც მაგის მერე მე რუსეთში არ ვარ ნამყოფი.“

საუბარია Facebook-ის მომხმარებელ ქეთევან მიქიაშვილის პოსტზე, რომლის შესახებაც „მითების დეტექტორის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ანგარიში არარსებულ პიროვნებას უკავშირდება და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ტროლ-ანგარიშად არის შეფასებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები