ახალი ამბები
ხოვლელები რკონისკენ მიმავალ ძველ გზას აღადგენენ

ხოვლელები იმ ძველი გზის აღდგენას ცდილობენ, რომელიც რკონს უკავშირდება.

გზა ხეებით და ბუჩქებით იყო დაფარული. ადგილობრივებმა ადრიან გაზაფხულზე ტერიტორია ბუჩქნარებისგან გაასუფთავეს. დღეს კი გზის აღდგენას გრეიდერით შეუდგნენ.

სოფლის წარმომადგენლის, ბაჩო ხუციშვილის განცხადებით, ხოვლე რკონის ისტორიულ მონასტერს ამ უმოკლესი გზით უკავშირდებოდა.

რაც შეეხება ძირითად გზას, რკონამდე მანძილი მთავარი, შემოვლითი გზით თითქმის 28 კმ-ია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები