კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მცხოვრებლების ინფორმაციით, სოფელში სანადირო თოფიდან გასროლის ხმა 13-ჯერ გაიგონეს. ადგილობრივებს ეჭვი აქვთ, რომ ნადირობის სეზონი უკვე დაიწყო.
ოფიციალურად კი, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს იხსნება და მომდევნო წლის 1 მარტამდე გაგრძელდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი მკაცრი კონტროლი განხორციელდება.
ნადირობის მსურველებმა სეზონის დაწყებამდე უნდა გადაიხადონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი, 10 ლარი.
სტატიის გამოყენების პირობები