ახალი ამბები
სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართები გამოქვეყნდა

შპს საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართებს აქვეყნებს.

გორი

სსიპ ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა. მისამართი: გორი, ნინოშვილის ქ. N54

კასპი

ყოფილი საჯარო რეესტრის შენობა. მისამართი: კასპი, აღმაშენებლის გამზირი ქ. N20

ქარელი

სსიპ ქალაქ ქარელის N1 საჯარო სკოლა. მისამართი: ქარელი, 26 მაისის ქ. N1

ხაშური

სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა. მისამართი: ხაშური, ტაბიძის ქ. N22

პუნქტები ყოველდღე, ორშაბათიდან კვირა დღის ჩათვლით იმუშავებენ, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.

ამ ეტაპზე, პუნქტებში პირველკლასელების ფორმები გაიყიდება, პირველიდან თოთხმეტ სექტემბრამდე. იმავე პუნქტებში დარიგდება უფასო ფორმები „კონკრეტული კატეგორიის“ მოსწავლეებისთვის.

„მომავალი კვირიდან ჩაეშვება ონლაინპლატფორმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, რომ მშობელმა თავისი შვილისთვის ფორმა ონლაინ გამოიწეროს და მას ადგილზე მიუტანონ. საცალო ვაჭრობისასაც და ონლაინ შეძენისასაც მოქმედებს ქეშ-ბექ პოლიტიკა“, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები