გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში, ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოავლინეს. ამოღებულია 19 უკანონო საშუალება, ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა, ე.წ. მანოკი.
„გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 10 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია, 4 მონადირეს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდა გადახდილი, 10 შემთხვევაში კი სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას, ქალაქის ტერიტორიაზე, ნადირობდნენ“, აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები