ახალი ამბები
ხაშურში ველობილიკის მშენებლობა მცირე ბიზნესს აშფოთებს

ხაშურში გალაკტიონის ქუჩაზე ველობილიკები კეთდება. მცირე ბიზნესის წარმომადგენელი შიშობს, რომ პროექტი მის ბიზნესს ხელს შეუშლის.

„ინგას ტორტების“ მფლობელის განცხადებით, გზა ვიწროვდება და მანქანებისთვის გადაადგილების სივრცე იზღუდება.

ასეთ ფონზე კი, როგორც იგი განმარტავს, ტორტების მაღაზიასთან კლიენტები მანქანების გაჩერებას და ტორტების წაღებას ვეღარ შეძლებენ.

„აქ რომ ველობილიკი გაკეთდება, მანქანა ხომ ვეღარ გაჩერდება, აბა, მითხარით, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები