ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში მხილებულია თანასოფლელი, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დააკავეს.
ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული პირი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები