ახალი ამბები
ახრისში მდინარე მეჯუდაში ფეკალურ მასებს ასხმენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მცხოვრები მოქალაქეების ცნობით, სპეციალური მანქანებით ფეკალურ მასებს მდინარე მეჯუდაში ცლიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებმა სოფლის ჯგუფში გაავრცელეს. მათი ცნობით, მდინარე მეჯუდის წყალი სარწყავ არხებში მიედინება და ირგვლივ ცუდი სუნის ტრიალებს.

მოქალაქეები შესაბამის სამსახურებს მოუწოდებენ, რომ გააკონტროლონ სპეციალური მანქანების მოძრაობა და მათი მუშაობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები