გორში, კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღის“ ატრაქციონებზე დასაქმებული ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ აუქციონში გამარჯვებული კომპანია თანამშრომლებს სრულ ხელფასს არ უხდის.
როგორც ყოფილი თანამშრომელი ამბობს, აუცილებელია საქმეში შრომის ინსპექცია ჩაერთოს.
„თუ ხალხი არ არის და წვიმს, 5 ლარს, ხან 10 ლარს აძლევენ. მთელი დღე გაგყავს სამსახურში და ამის ფასად? წესით, დღიური ანაზღაურება 40 ლარია. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასე აკეთებს. ასეთ უსამართლობას ვეღარ გავუძელი და წამოვედი“, გვიყვება ატრაქციონებზე დასაქმებული ყოფილი თანამშრომელი.
ატრაქციონები გორის მერიამ ოჯარით გასცა. მოქალაქემ შრომის ინსპექციას საჯარო მიმართა. ამ ეტაპზე კომპანიის პოზიცია უცნობია. ინფორმაცია განახლდება.
სტატიის გამოყენების პირობები