ხაშურის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ სხდომაზე ხაშურისა და სურამის ეპარქიის მიერ წარმოდგენილი გეგმა-ნახაზისა და მუზეუმის ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის პავილიონის არქიტექტურული კონცეფციის საკითხი განიხილა.
ვინაიდან აღნიშნულმა საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც კომისიაში, ისე მოსახლეობასთან პირად საუბრებში, გადაწყდა, რომ ორთქლმავლისა და მუზეუმის საკითხი საჯარო განხილვაზე გავიდეს.
ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს დეპუტატი პარტია „გირჩიდან“, ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.
ხაშურის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინე გოგიტაურის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ჯერ მხოლოდ კომისიაზე იქნა განხილული და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჯარო განხილვები ჩაინიშნოს. განხილვების ზუსტი დრო ჯერ დადგენილი არ არის.
სტატიის გამოყენების პირობები