ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გორში, 86 პაციენტზე 925 შემთხვევაში ნეფროლოგის კონსულტაცია დოკუმენტურად არ დასტურდება.
აქედან გამომდინარე, სოციალური მომსახურების სააგენტო ჰოსპიტალისგან 238 046 ლარის დაბრუნებას ითხოვს.
შემოწმების აქტის მიხედვით, საავადმყოფოს დამატებით 23 804 ლარის ჯარიმა დაეკისრა. სააგენტოს გადაწყვეტილებები საავადმყოფომ სასამართლოში გაასაჩივრა.
სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, საქმე დიალიზის პროგრამას და მისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს ეხება.
როგორც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მასალები საგამოძიებო უწყებამ წაიღო. შესაბამისად, ნეფროლოგიის ვიზიტებზე დახარჯული თანხების კანონზომიერების დადგენის საკითხი სასამართლოში აღარ განიხილეს.
სტატიის გამოყენების პირობები