ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით,, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია არასრულწლოვანი.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღის გამოყენებით თანასოფლელს გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა."- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაზსი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიის გამოყენების პირობები