გორში, დღეს საღამოს, სამგზავრო მატარებელი დაახლოებით 35 წლის მამაკაცს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მყოფი პირების ინფორმაციით, მამაკაცი სოფელ ატენიდან არის.
მათივე ცნობით, მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცმა კისრის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა ჰოსპიტალში.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
სტატიის გამოყენების პირობები