დააკავეს მძღოლი, რომელიც გუშინ საღამოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მანქანით მოზარდს დაეჯახა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ავტომანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
შემთხვევა გორი-ნიქოზის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. დაშავებული გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სტატიის გამოყენების პირობები