მზოვრეთის გზა, რომელიც დღეს ასე დაზიანებულია, რევაზ ჯანელიძის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ინფრაკონმა“ დააგო.
სამუშაოები 2023 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა. დაიხარჯა 2.3 მლნ ლარი.
სამუშაოების პერიოდში რევაზ ჯანელიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, კომპანია „ინფრაკონი“ კი სოფიო ახვლედიანზე იყო გადაცემული.
პირველი ბზარების გაჩენისას ,,ქართლის ამბებს" ქარელი მერიაში განუცხადეს, რომ კომპანია კონკრეტულ მონაკვეთზე ხარვეზებს გამოასწორებდა, თუმცა დღეს ამ ,,ხარვეზებმა" მზოვრეთის გზაზე მასშტაბური სახე მიიღო.
სტატიის გამოყენების პირობები