,,ივერიონის” საკალათბურთო აკადემიაში ვარჯიშები დაიწყო. პროცესში სერბი სპეციალისტი, ზორან პენო ჩაერთო.
პენო წლებია ევროპულ და ქართულ კალათბურთში მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდი ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
მოგვიანებით მან ქუთაისის საკალათბურთო აკადემიის გუნდი A ლიგაში გადაიყვანა.
გორის ,,ივერიონის” აკადემიასა და მთავარ გუნდს გიორგი ჩაჩხიანი წვრთნის.
ჩაჩხიანი 4 სეზონია „ივერიონშია”. მან გასულ წელს U18 გუნდი B ლიგის პლეიოფში გაიყვანა.
ჩაჩხიანი თავს პენოს მოსწავლედ მიიჩნევს, რადგან წლების წინ ერთად მუშაობა ჯერ კიდევ ზაზა ფაჩულიას აკადემიაში უწევდათ.
სერბი მწვრთნელი მას კონსულტაციას გაუწევს ბავშვთა და სუპერლიგის გუნდების განვითარებისთვის.
,,ივერიონის” აკადემია მოთამაშეებს სთავაზობს კვირაში 4 ვარჯიშს, ინდივიდუალურ მიდგომას, ფიზიკურ მომზადებას და სისტემატურ მატჩებს.
რეგისტრაცია https://iverioni-gori.classatlas.ge/guardian/register
სტატიის გამოყენების პირობები