ქარელის მეორე საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელსაც ქარელის პირველ საჯარო სკოლაში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის დირექტორმა, ლია ჭაბუკაშვილმა, მოგვაწოდა.
„ახალ სასწავლო წელს ისევ პირველ საჯარო სკოლაში ვხვდებით. ამ ეტაპზე სიახლე ის არის, რომ სამხარაულის დასკვნა მოვიდა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ძირითადი კორპუსის სრული რეაბილიტაცია, ეზოში განთავსებული ფლიგელებიდან ერთი შენობის სრული რეაბილიტაცია, ხოლო მეორის დემონტაჟი. ეს შენობა სრულად დასანგრევია და ახალია ასაშენებელი. ასეთი დასკვნა დადო სამხარაულმა, თუმცა, რა და როდის დაიწყება, ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, განაცხადა ლია ჭაბუკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ქარელის მეორე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 26 მარტს შეწყდა. მიზეზი სკოლის შენობაში ჭერიდან და კედლებიდან ბათქაშის ჩამოცვენა გახდა.
აღნიშნულ სკოლაში 600 ზე მეტი მოსწავლე ირიცხება.
სტატიის გამოყენების პირობები