ახალი ამბები
სათაური: გორში ორი არალეგალური ფრინველთა სასაკლაო დაახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნიბით, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირი გ. ს.-ის და ინდივიდუალური მეწარმე ვ. ხ.-ის (მისამართი: გორი, სოფელი კარალეთი) კუთვნილი ფრინველთა სასაკლაოები.

,,ინსპექტირების შედეგად ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ორივე ბიზნესოპერატორი ფრინველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე კლავდა. "- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები