ახალი ამბები
მოხისის სკოლის მოსწავლეები მე-5 წელია სწავლას მეზობელ სოფელში გააგრძელებენ

მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები წელსაც მეზობელი სოფლის სკოლაში ისწავლიან. მე-5 წელია ბავშვები ფცის საჯარო სკოლაში დადიან.

ქარელის რესურსცენტრის ცნობით, სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბაზრის კვლევა მიმდინარეობს. ეძებენ კომპანიას, რომელიც სკოლას გაარემონტებს.

„ამ ეტაპზე რაც ინფორმაცია მაქვს, მოხისის საჯარო სკოლა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საბაზრო კვლევაზეა გატანილი. კვლევის დასრულების შემდეგ ტენდერი უნდა გამოცხადდეს. დასრულდა თუ არა კვლევა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს.''

,,მოგეხსენებათ, რომ ერთ თვეში სკოლის რეაბილიტაცია ვერ მოხდება და, შესაბამისად, წელსაც მოხისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს ფცის საჯარო სკოლაში გააგრძელებს“, გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარიკა საზანდრიშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები