გორის მერია ქუჩებს რუსული წარმოების სპეცტექნიკით რეცხავს.
მერია ქუჩების მოსარეცხად იმ სპეცტექნიკას იყენებს, რომელიც მუნიციპალიტეტმა 2019 წელს შეიძინა.
როგორც „ქართლის ამბები“ წერდა, სპეცტექნიკა რუსეთის ფედერაციიდან, ,,GAZ Group“-ის ქარხნიდან გამოგზავნეს. ეს სწორედ ის რუსული GAZ Group-ია, რომელიც ე.წ. გორკის ავტოქარხნით არის ცნობილი.
გორის მერიას გორკის ავტოქარხნიდან ქუჩის ორი მოსარეცხი აქვს შეძენილი.
იმ პერიოდში გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობდა, რომ ტექნიკის შეძენის მიზანი კეთილმოწყობის სააგენტოს ავტოპარკის ეტაპობრივი განახლება და მომსახურების გაუმჯობესება იყო.
სტატიის გამოყენების პირობები