ახალი ამბები
კასპის რესურსცენტრი სასკოლო ფორმის დეტალებს განმარტავს

,,პიჯაკის ქვეშ ნებადართული ფერებია თეთრი; ცისფერი ან ღია ლურჯი;

ღია ნაცრისფერი. ამ ფერების ერთმანეთთან კომბინირებაც ნებადართულია.''

  • კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე მიმართვას ავრცელებს. როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმა I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიმართვის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის პიჯაკის ქვეშ რამდენიმე ტიპის ზედა სამოსია დასაშვები.

მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაიცვან პერანგი ან ბლუზა, პოლოს ტიპის მაისური, სადა მაისური, მაღალსაყელოიანი ზედატანი (როლინგი), სვიტერი ან ჯემპრი.

რესურსცენტრის ინფორმაციით, ზედატანი უნდა იყოს სადა და მასზე არ უნდა იყოს დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერები, გამოსახულებები და ორნამენტები.

ამასთან, დასაშვებია მწარმოებლის მცირე ზომის ლოგო, ასევე სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი, იმ პირობით, რომ ეს დეტალი სამოსის ძირითად ფერს არ შეცვლის.'' - აღნიშნავს იგი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები