ახალი ამბები
გორის მერია ძეგლებისა და მემორიალების განთავსების ახალ წესს ამზადებს

გორის მერია ძეგლების, მემორიალური დაფებისა და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსების წესს ამზადებს

მერიის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, ობიექტი უნდა იყოს შინაარსობრივად მიზანშეწონილი და გამომდინარეობდეს კულტურული და სახელმწიფოებრივი ფასეულობებიდან.

ამასთან, კომპოზიცია არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, მორალურ და ზნეობრივ ნორმებს. მისი მიზანი ასევე არ უნდა იყოს დისკრიმინაცია ან პიროვნების შეურაცხყოფა.

,,ობიექტის განთავსების საკითხის ინიცირების უფლება ექნება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, გორის მუნიციპალიტეტის მერს ან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტს.''

,,ესკიზის შერჩევა გორის მუნიციპალიტეტმა ღია კონკურსის გზით უნდა განახორციელოს. კონკურსის შედეგებისა და საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილებას გორის მუნიციპალიტეტის მერი მიიღებს. მერის გადაწყვეტილება შესაბამისი ბრძანებით შექმნილი კომისიის რეკომენდაციას დაეფუძნება.''- ვკითხულობთ პროექტში.

დოკუმენტი დასამტკიცებლად გორის საკრებულოს გადაუგზავნეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები