გორში, ჭავჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩების კვეთაზე, ,,ჯიპისის'' აფთიაქის წინ პარკირება აიკრძალება.
საკითხი დასამტკიცებლად გორის მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა. მერიის განმარტებით, პარკინგის აკრძალვა მოძრაობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
,,ქალაქი გორში, ჭავჭავაძის გამზირისა და გურამიშვილის ქუჩების გადაკვეთასთან ხშირად წარმოიქმნება ავტოსატრანსპორტო საშუალებების საცობი, ჭავჭავაძის გამზირ # 1 - ის მიმდებარედ მოწყობილია საპარკინგე ჯიბე, აქედან გამომდინარე საჭიროა №66.05.19.423 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი ამოღებულ იქნას პარკირების ადგილებიდან.'' - აღნიშნულია გორის მერიის წერილში.
სტატიის გამოყენების პირობები