ახალი ამბები
კასპში „ქართული ცემენტი“ მავნე ნივთიერებების გადაჭარბებული გაფრქვევის დარღვევად არჩათვლას ითხოვს

კასპის ,,ქართული ცემენტი'' ითხოვს, რომ მბრუნავი ღუმელის ჩართვა-გამორთვისას მავნე ნივთიერებების გადაჭარბებული გაფრქვევა დარღვევად არ ჩაუთვალონ.

როგორც ირკვევა, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა პერიოდულად ნორმაზე მეტად იზრდება. პერიოდულად იზრდება აზოტის დიოქსიდის, გოგირდის დიოქსიდის, ნახშირჟანგისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევა..

ამის შესახებ საუბარია კომპანია „გერგილის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელიც ქარხნის დაკვეთით გაკეთდა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა.

დასკვნის მიხედვით, გაფრქვევების ზრდას იწვევს კლინკერის მბრუნავი ღუმელი, რომელიც ქარხანაში 2023 წელს დაამონტაჟეს.

ქარხნის სპეციალისტების განმარტებით, პრობლემა განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როცა ღუმელს რთავენ ან აჩერებენ. ქარხნის წარმომადგენლები გარემოს ეროვნულ სააგენტოს უხსნიან, რომ ეს ტექნოლოგიური პროცესის თავისებურებაა.

ამიტომ კომპანია გარემოს ეროვნულ სააგენტოს სთავაზობს, რომ ღუმელის გაშვებისა და გაჩერების დროს დაფიქსირებული ეს პიკური გაფრქვევები დარღვევად არ ჩაითვალოს. გარემოს ეროვნული სააგენტოს პასუხი ამ ეტაპზე უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები