ახალი ამბები
ხაშურის ეპარქიის სასულიერო სკოლა პროფესიული კოლეჯის შენობაში განთავსდება

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ხაშურის ეპარქიის სასულიერო სკოლა, რომელიც წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს, პროფესიული კოლეჯის შენობაში განთავადება.

მთავრობის მეთაურის განკარგულებაში წერია, რომ კოლეჯ ,,ქართლის" შენობის ნახევარი ფართი ეპარქიის სკოლას დაეთმობა.

კოლეჯი ,,ქართლი" ზემო სერის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წელს აშენდა. ჩანაფიქრის მიხედვით, აქ პროფესიულ განათლებას 400 სტუდენტი უნდა დაუფლებოდა.

რაც შეეხება დიმიტრი ყიფიანის სახელობის სასულიერო სკოლას, ის ამ დრომდე ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის კუთვნილ შენობაში ფუნქციონირებდა. ფართის პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც ვალერი გელაშვილმა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 16-სართულიანი კორპუსის მშენებლიბა დაიწყო.

2022-24 წლებიდან ხაშურში არაერთი საჯარო სკოლა დარჩა შენობის გარეშე, გაჭიანურებული მშენებლობების გამო, თუმცა ,,ქართლის" შენობა არც ერთი საჯარო სკოლისთვის არ შეუთავაზებიათ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები