ახალი ამბები
გორის მერია ორი მიწისქვეშა გადასასვლელის საექსპერტო კვლევას იწყებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში ორი მიწისქვეშა გადასასვლელის ტექნიკური მდგომარეობისა და მდგრადობის დასადგენად საექსპერტო კვლევას იწყებს.

კომპანიების შერჩევა 2 სექტემბერს დაიწყო. სავარაუდო ღირებულება 16 100 ლარია.

კვლევა ჩატარდება სტალინის გამზირისა და დიმიტრი ამილახვრის ქუჩების, ასევე სტალინის გამზირისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებზე.

მერიის ტექნიკური დავალების მიხედვით, კვლევის მთავარი მიზანია დადგინდეს, რამდენად შესაძლებელია არსებული გვირაბების სრული რეაბილიტაცია და რამდენად უსაფრთხოა მათი შემდგომი ექსპლუატაცია.

გორის მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციის საკითხი ახალი არ არის. 2024 წელს მერია მათი რეაბილიტაციისთვის პროექტის მომზადებასაც გეგმავდა

Print

სტატიის გამოყენების პირობები