ახალი ამბები
ძამის ხეობაში, სოფელ ორთუბანში ახალი მაღაზია შენდება

ძამის ხეობაში, სოფელ ორთუბანში, მზოვრეთის ასასვლელთან, მაღაზიას აშენებენ.

ადგილობრივების თქმით სოფელში სასურსათო მაღაზია არ არის და კარგი იქნება, თუ ახლად აშენებულ ობიექტში პროდუქტების მაღაზია გაიხსნება.

ორთუბნელების ინფორმაციით, სასულიერო პირები საეკლესიო მაღაზიას აშენებენ. რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელს მამა შიო უბილავას მოსახლეობის თხოვნა გადავეცით, თუმცა გვიპასუხა, რომ არ ფლობს ინფორმაციას მაღაზიის მფლობელის შესახებ.

,,ჩემ ეკლესიას თუ გინდათ გაჩვენებო. მანდ რა შენდება, არ ვიცი"- აცხადებს მამა შიო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები