ახალი ამბები
„აი, ფაქტს“ Free Media Awards-ის ჯილდო გადაეცემა

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტს“ Free Media Awards-ის ჯილდო გადაეცემა.

Free Media Awards-ი ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ისა და გერმანული The Zeit Stiftung Bucerius-ის მიერ არის დაარსებული. ის ყოველწლიურად გადაეცემა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მომუშავე მედიაგამოცემებს ან ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ დამოუკიდებელი მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაში.

„“აი, ფაქტი“ იღებს თავისუფალი მედიის ჯილდოს იმ გამოძიებებისთვის, რომლებსაც საქართველოში დიდი საზოგადოებრივი ინტერესი აქვს და რომელთა დაფარვასაც სხვები ცდილობენ. თბილისში დაფუძნებული მედიის გამომძიებელი ჟურნალისტები დგანან ისეთი მასშტაბური გამოძიებების უკან, რომელიც ეხება ქვეყანაში რუსულ გავლენებს, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირებს და სახელმწიფო დონეზე ელიტურ კორუფციებს“, - ვკითხულობთ Free Media Awards 2026-ის გამარჯვებულების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

„აი, ფაქტთან“ ერთად 2026 წლის „თავისუფალი მედიის ჯილდოს“ ფლობელები გახდნენ:

გამომძიებელი ჟურნალისტი Mykhailo Tkack უკრაინიდან;

ონალინ მედია Factor TV სომხეთიდან;

ონლაინ მედია Verstka რუსეთიდან (ემიგრაციაში);

ჟურნალისტი და მედია მენეჯერი Andrei Aliaksandrau ბელორუსიდან, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

შარშან პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ეს ჯილდო „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, პარიმრობაში მყოფმა მზია ამაღლობელმა მიიღო.

წყარო: მედიაჩეკერი

Print

სტატიის გამოყენების პირობები