ახალი ამბები
სოფელ ზღუდერში სტადიონის რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით დასრულდა - კომპანია დააჯარიმეს

ძამის ხეობის სოფელ ზღუდერში მდებარე სტადიონი სოფლის პროგრამით გაკეთდა.

რეაბილიტაცია 2025 წლის აპრილში დასრულდა, ხოლო კომპანია ,,ბულ ბილდერს" 31 144 ლარი გადაურიცხეს. ამასთან, პროექტი დასრულდა ვადაგადაცილებით - 12 დღით გვიან.

ქარელის მერიის ცნობით, 12-დღიანი დარღვევების გამო, კომპანიას პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2 107.99 ლარის გადახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები