კასპი-თბილისის რეისზე, მიკროავტობუსით მგზავრობა 1 ლარით გაძვირდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, თუკი გასულ დღეებში მგზავრობაში 4 ლარს იხდიდნენ, დღეს უკვე 5 ლარი გადაიხადეს.
,,სწავლა იწყება და კარგი საჩუქარია სტუდენტებისღვის. კარგ დროს გააძვირეს," - აცხადებენ ადგილობრივები.
უფრო ადრე მიკროავტობუსით მგზავრობა გააძვირეს ხაშურში, სადაც მგზავრობის ფასმა 7 ლარიდან 10 ლარამდე მოიმატა.
დღევანდელი მდგომარეობით მგზავრობის ფასები დედაქალაქამდე ასეთია:
გორი - თბილისი 7 ლარი [მინივენი 10 ლარი]
ხაშური - თბილისი 10 ლარი
კასპი - თბილისი 5 ლარი
სტატიის გამოყენების პირობები