ახალი ამბები
ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მოსახლეობას ონკანებიდან მღვრიე წყალი მიეწოდება

ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, მოსახლეობას ონკანებიდან მღვრიე წყალი მიეწოდება.

თამარ მეფის ქუჩის #50-ში მცხოვრების ვარაუდით, შესაძლოა, მსგავსი პრობლემა ქუჩის სხვა მცხოვრებლებსაც ჰქონდეთ.

ხაშურის მოსახლეობამ მღვრიე წყალი რამდენიმე დღის წინაც მიიღო. 23 აგვისტოს ანალოგიური პრობლემა 9 აპრილის ქუჩაზეც დაფიქსირდა. მაშინ საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ განმარტა, რომ ძველი რეზერვუარის დემონტაჟის პროცესში სასმელი წყლის ქსელი მექანიკურად დაზიანდა, რის გამოც წყლის ხარისხი დროებით ვერ აკმაყოფილებდა ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ამ დროისთვის ქუჩაზე წყლის ხელახლა ამღვრევის კონკრეტული მიზეზი უცნობია. მოსახლეობა შესაბამისი უწყებებისგან განმარტებას ელოდება.

ხაშურში ამჟამად წყალმომარაგების მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ქალაქის წყალმომარაგების სისტემის განახლებაა გათვალისწინებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები