მამუმა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ის პოლიტიკას ტოვებს
"მინდა საზოგადოებას ვაცნობო ჩემი პირადი ერთი გადაწყვეტილების შესახებ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პრინციპში პოლიტიკაც. ბევრი საუბარი რომ არ გავაგრძელო ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემთვის ეს 10 წელი, რომელიც პოლიტიკაში ვიყავი იყო შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი ერთი ბედნიერება ქართული ოცნების გუნდთან ერთად ამ სამსახურში ყოფნა"
ის ცოტა ხნის წინ რეგიონალური განვითარების მინისტრის პოსტზე დაინიშნა, ბოლო პერიოდში მას პოზიცია ბევრჯერ შეუცვალეს.
წყარო: მთავარი
სტატიის გამოყენების პირობები