გორში ,,ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის მეუღლის ბინა გაქურდეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ქურდობის [177-ე მუხლით] მიმდინარეობს, ,,თუმცა ბინის მფლობელს ვერ დავაიდენტიფიცირებთ"- გვითხრეს შსს-ში.
,,ქართლის ამბებს" მეზობლებმა აჩვენეს ბინა, სადაც ქურდობა მოხდა. ბინა პარლამენტარის მეუღლის, მარინე სოსიაშვილის აღმოჩნდა.
,,მეორე სართულზეა სოსიაშვილის ბინა, პარლამენტარი რომ არის. ერთი კვირის წინ გაქურდეს. მეზობლებს უთხრა, რომ არ ვაპატიებ, ვინც ეს გააკეთაო, თქვენ კი არსად თქვათო. ოქროულობა წაუღიათ" - განუცხადეს ,,ქართლის ამბებს"
დავუკავშირდით გიორგი სოსიაშვილსაც, რომელმაც მოითხოვა იმ პირების დასახელება, ვინც ინფორმაცია მოგვაწოდა.
,,მე არაფერი გამიგია, ვინ გითხრათ... არ მცალია" - გათიშა ტელეფონი პარლამენტარმა მას შემდეგ, როდესაც ვუთხარით, რომ ქურდობის ფაქტს მცხოვრებლები ადასტურებენ, ხოლო შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სტატიის გამოყენების პირობები