ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია არ შედგა. მოქალაქეები 24 ავბისტოს მერიასთან მისვლას და იჯარის ხელშეკრულების გაცნობას აპირებდნენ. თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა.
,,ყველა - ქარელის გამგეობასთან! გავარკვიოთ დეტალები. დავიცვათ ბატეთის ტბა გასხვისებისგან და ხეების მოჭრისგან!" - წერდნენ მოქალაქეები.
შეგახსენებთ, ბატეთის ტბა 19 წლით „ბატეთი რეზორტმა“ აიღო — კომპანიის მფლობელებს შორის არიან ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი [5%]; ასევე, მათე ფიფია მისი წარმომადგენლის ბიზნესმენ გოჩა ფიფიას სახით [45%], მეწილეებს შორის ჩანს უზბეკეთის მოქალაქე [30%].
სტატიის გამოყენების პირობები