გვიან ღამით კომბინატის დასახლებაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საეჭვო ფაქტი დააფიქსირეს. მათი ინფორმაციით, უცნობი პირები, სავარაუდოდ მოზარდები, კორპუსის ეზოში გაჩერებული ავტომობილების კარებს ამოწმებდნენ.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა შემთხვევა კორპუსის ბინიდან გადაიღო. მისი განცხადებით, პირებმა ეზოში მდგარი თითქმის ყველა ავტომობილის კარი შეამოწმეს.
როგორც თვითმხილველი ამბობს, ერთ-ერთი ავტომანქანის კარი ღია აღმოჩნდა. მან მანქანის მეპატრონეს სოციალური ქსელით ურჩია, შეემოწმებინა, ხომ არ ჰქონდა ავტომობილიდან რაიმე ნივთი დაკარგული.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ფაქტი შესაძლოა ქურდობის მცდელობას უკავშირდებოდეს.
სტატიის გამოყენების პირობები