გორის პატრული ქალაქში ავტობუსების გაჩერების გაუქმებას ითხოვს.
საქმე ჭავჭავაძისა და ძმები რომელაშვილების ქუჩების კვეთაზე მდებარე გაჩერებას ეხება.
როგორც გორის მერიისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, გზაჯვარედინზე მდებარე საგზაო მონიშვნის ხაზი მანქანების მოძრაობას აფერხებს.
რატომ განათავსეს გაჩერება გზაჯვარედინზე? გორის მერიის განმარტებით, მოძრაობის შეფერხება გამოიწვია შუქნიშნის დამონტაჟებამ. მერია მზადაა საგზაო მონიშვნის ხაზი 5 სახლის მოშორებით გადაიტანოს
სტატიის გამოყენების პირობები