გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილს სწავლის საფასურის დავალიანების დროულად დაფარვისკენ მოუწოდებენ.
„დაიწყეს დარეკვები, ვისაც 3-4 ათასი ლარი აქვთ გადასახდელი, სასწრაფოდ გადაიხადეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატუსის შეჩერებით ემუქრებიან“ - აცნობა ერთ-ერთი სტუდენტის ახლობელმა „ქართლის ამბებს“.
სტუდენტთა სტატუსის შეჩერების არაერთი შემთხვევა ფიქსირდება გორის უნივერსიტეტში. მაგალითად, 2020 წლის ავტორიზაციის დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტში 600 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული ჰქონდა.
„ბაკალავრიატის მიმართულებით დაფიქსირებულია 1 350 აქტიური სტუდენტი, ხოლო 600 სტუდენტის სტატუსი შეჩერებულია. მაგისტრატურის მიმართულებით 160 აქტიური სტუდენტია, ხოლო 167 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს.“, - ვკითხულობთ ავტორიზაციის დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ სტუდენტთა მიერ გადახდილი თანხებია. თუკი ბიუჯეტის საერთო შემოსავალი 3.6 მილიონ ლარს შეადგენდა, აქედან, ამავე დოკუმენტიდ მიხედვით, 3.2 მილიონი ლარი სტუდენტების სწავლის საფასურიდან მიღებული შემოსავალი იყო.
სტატიის გამოყენების პირობები